Georgisch

აცრები ზოგადად

1. რა არის აცრა?

ადამიანის გადამდები დაავადებებისაგან დასაცავად გაკეთებულ ვაქცინას აცრა ქვია. ზოგიერთი დაავადებისაგან თავის დასაცავად სავალდებულოა სისტემატურად აცრის ჩატარება (მაგალითად ტეტანუსის საწინააღმდეგოდ). სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ საკმარისია ერთი ან ორი აცრა (მაგალითად ბავშვთა დამბლის და კორონას ) საწინააღმდეგოდ.

2. როგორ ფუნქციონირებს აცრა?

ვაქცინაცია აძლიერებს სხეულის თავდაცვის უნარიანობას. მას აგრეთვე იმუნურ სისტემასაც უწოდებენ. ვაქცინაციას იმუნური ისტემა მიყავს იქამდე რომ ის თავად აწარმოებს ნივთიერებას დაავადებებისაგან თავის დასაცავად. ამ ნივთიერებებს ანტისხეულები ეწოდება.

3. რატომ არის აცრები მნიშვნელოვანი

ვაქცინაცია ადაბლებს დაავადების რისკს. როდესაც ვირუსები, ბაქტერიები ან სოკოები სხეულში მოხვდებიან, ასეთ დროს საუბრობენ ინფექციაზე. ზოგიერთი ინფექცია არის მომაკვდინებელი. აცრით შესაძლოა ინფექციების და ისეთი ჯანმრთელობის დაზიანების თავიდან აცილება, რომლებიც წლების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს.

ზოგადი ინფორმაცია კორონას საწინააღმდეგო აცრის შესახებ

4. რომელი ვაქცინებია გერმანიაში დაშვებული?

გერმანიაში დაშვებულია ბიონტეხის (,,კომერნატი“), მოდერნას, ასტრა ზენეკასა (,,ვაქცერვია“) და ჯონსონ & ჯონსონ მწარმოებელთა ვაქცინები.

5. როგორ მოქმედებენ სხვადასხვა ვაქცინები?

ყველა ვაქცინა ააქტიურებს სხეულის თავდაცვით უნარიანობას, ეგრეთ წოდებულ იმუნურ თავდაცვას, რომელიც სხეულს ვირუსებიდან იცავს. ამისათვის სხეული აწარმოებს საკუთარ თავდაცვით ნივთიერებებს, რომლებიც სხეულს ვირუსისაგან იცავენ. აცრის საშუალებით სხეული ,,სწავლობს,, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი.

6. რა განსხვავებაა ვაქცინების ქმედით უნარიანობებს შორის?

ყველა ვაქცინა კარგად იცავს კოვიდ-19 დაავადების რთული ფორმებისაგან და ზოგ შემთხვევაში სიკვდილისაგანც. რამდენადაც ცნობილია, ვაქცინების მოქმედების შედეგიანობას შორის რაიმე არსებითი სახის სხვაობა არ არსებობს. ცნობილია რომ ვაქცინები პირველი აცრის შემდეგ კარგად და მეორედ აცრის შემდგომ კი საუკეთესოდ მოქმედებენ.

7. ვინ რომელი ვაქცინით იცრება?

გერმანიაში უმეტესწილად ახალგაზრდა ადამიანები იცრება ბიონტეხის ვაქცინით. ბიონტეხი ევროპაში დასაშვებია აგრეთვე 12 წლდან ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ელოდებიან მუდმივმოქმედი აცრების კომისიის რეკომენდაციას იმის შესახებ რომ აიცრას თუ არა ყველა პირი 12 წლიდან და ისეთები რომლებიც დაავადებულები არიან.

მოდერნას ვაქცინა დასაშვებია ადამიანებისათვის რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება. ფირმა ასტრა ზენეკას ვაქცინა ვაქზევრია, დაშვებულია 18 წლიდან ასაკის პირებისათვის. აცრების მუდმოვმოქმედი კომისია ამ ვაქცინას რეკომენდაციას უწევს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებისათვის.

ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინა უკეთდება 18 წელს გადაცილებულ პირებს და საკმარისია მხოლოდ ერთი აცრა. აცრების მუდმივმოქმედი კომისია ამ ვაქცინას გამოყენების რეკომენდაციას იძლევა მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც 60 წლის ასაკს გადაცილებული არიან.

ბიონტეხის, მოდერნას და ასტრა ზენეკას (ვაქზევრია) უნდა გაკეთდეს ორჯერ, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით.

8. შემიძლია ავირჩიო რომელი ვაქცინით ავიცრა?

არა, არჩევა შეუძლებელია, მაგრამ არავინ არის ვალდებული იძულებით მიიღოს აცრის შეთავაზება. კორონას აცრის შეთავაზება ნებაყოფლობითია.

რა ხდება აცრის შემდგომ?

9. რა ხდება ჩემს სხეულში აცრის შემდგომ?

სხეული რეაგირებს ვაქცინაზე და წარმოქმნის საკუთარ დამცავ ნივთიერებებს. ამიტომ ხანდახან სხეულს აქვს ვაქცინაზე რეაქციები, რომლებიც იგრძნობა და არასასიამოვნოა. უმეტეს შემთხვევაში ეს რეაციები არის მსუბუქი და რამდენი დღეშივე ქრება. აცრით გამოწვეული შესაძლო რექციებია: ტკივილები და დაწოლის შეგრძნება ჩხვლეტის ადგილას, წითელი კანი, ან გასიებები. შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე დაღლილობა, თავის ტკივილები, სიცხე, ციებ-ცხელება, გულისრევა და კუნთების ტკივილი.

10. რატომ არის ზოგი ადამიანი აცრის შემდგომ ცუდად?

ჩვენი სხეულები ყველანი განსხვავდებიან და ისინი სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი აცრის რეაქციებს ძლიერ გრძნობს, სხვები მარტივად და ზოგიერთის სხეულს კი საერთოდ არ აქვს რეაქცია.

11. რა განსხვავებაა აცრის რეაქციასა და გვერდით მოვლენებს შორის?

აცრაზე რეაცქია ეს კარგის ნიშანია. ეს აჩვენებს რომ აცრა მოქმედებს და სხეული იწყებს საკუთარი თავის დაცვას.

გვერდითი მოვლენები არ არის კარგი და შესაძლებელია საშიშიც იყოს. ესენი უკიდურესად იშვიათია. ტიპიური, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენაა ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია.

თუ აცრის შემდგომ მოიმატა ტემპერატურამ და სიცხე 3 დღის გასვლის შემდეგაც არ გაქრა, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიაკითხეთ ექიმს. თუ ასტრა ზენეკას ვაქცინით ვაქზევრია აცრის შემდეგ ძლიერი თავის ტკივილები გაქვთ და ტკივილები რამდენიმე დღე გრძელდება, სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ექიმთან.

12. რა სახის რეაქციები აქვს აცრას?

ვაქცინაციის შესაძლო რეაქციებია: ტკივილები და ჩხვლეტის ადგილზე დაწოლის შეგრძნება, გაწითლებული კანი ან გასიება. შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე დაღლილობა, თავის ტკივილები, სიცხე, ციებ-ცხელება, გულისრევა და კუნთების ტკივილები..

13. რა სახის გვერდითი მოვლენებია?

ყველა გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია! მაგალითად ყველა ვაქცინა ხანდახან იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასტრა ზენეკასა და ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინებით აცრების იშვიათ შემთხვევებში ადგილი ქონდა სისხლის შედედებას. ბიონტეხ შემთხვევაში მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად რომ იყო თუ არა ეს ვაქცინა გულის კუნთების ანთების გამომწვევი მიზეზი. გარდა ამისა ცნობილია სახის მუსკულების დამბლის შემთხვევებიც, რომლებიც რამდეიმე კვირის შემდეგ გაქრა. დაუდგენელია არის თუ არა ეს აცრასთან კავშირში.

14. რამდენად კარგად ვარ პირველი აცრით დაცული?

ამის კვლევა ამჟამად მიმდინარეობს. ამიტომ არ არსებობს ზუსტი დასაყრდენი მონაცემები. ამჟამად არსებობს ხედვა რომ პირველი აცრაც კი კარგ ან ძალიან კარგ შედეგებს იძლევა იმისათვის რომ არ მოხდეს დაავადების რთულად ან სასიკვდილო ფორმით მიმდინარეობა. ეს რამდენიმე კვირიდან, რამოდენიმე თვემდე ხანგრძლივობით ნარჩუნდება, ამიტომ (ჯონსონ & ჯონსონის, ეს აცრა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო) საჭიროა მოხდეს მეორედ აცრაც. პირველი აცრის დროს მიიღებთ ტერმინს მეორე აცრისათვის.

15. რამდენად კარგად ვარ მეორედ აცრის შემდეგ დაცული?

მეორე აცრით სრულდება ვაქცინაციის პროცესი (გარდა ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინით აცრისა, საჭიროა მხოლოდ ერთჯერადად აცრა). ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან მის გარეშე პირველი აცრით მიღებული იმუნიზაცია რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგ იკლებს.

16. რამდენი ხნით ვიქნები სრულყოფილად აცრის შემდეგ დაცული?

ამის კვლევა ამჟამად მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ მეორე აცრიდან მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში აცრა ძალიან კარგად მოქმედებს. შესაძლებელია რომ საჭირო იყოს აცრის განახლება. ასევე ხდება ტეტანუსის აცრაზეც. ეს აცრა ყოველ 10 წელიწადში უნდა განახლდეს.

17. ახდენს თუ არა ჩემი ასაკი გავლენას აცრის მოქმედუნარიანობაზე?

დიახ. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარიანობა. ვაქცინების შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში დაშვებული ვაქცინებით ხანდაზმულ ასაკშიც შესაძლებელია საკმარისი დაცვა.

18. შეიძლება თუ არა აცრის შემდგომ ვიყო ვირუსის გადამტანი?

დიახ. მიუხედავად იმისა რომ ალბათობა ძალიან დაბალია, გადატანა მაინც შესაძლებელია. ამჟამინდელი ცოდნით აცრილ პირებთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს

19. უნდა ავიცრა თუ არა იმ შემთხვევაში, როდესაც კორონას – ინფექცია გადატანილი მაქვს და ვარ გამოჯანმრთელებული?

დიახ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში აცრა რეკომენდირებულია ყველაზე ადრე 6 თვის შემდეგ, იმისათვის რომ მოხდეს ხელთარსებული იმუნური დაცვის სტიმულირება ვირუსისაგან თავდასაცავად.

20. უნდა ვატარო თუ არა აცრის შემდგომ პირბადე და დავიცვა ჰიგიენის წესები?

დიახ. არსებული ქცევის ნორმები მიმდინარე პანდემიურ სიტუაციაში რჩება უცვლელი. აცრის შემდეგაც შესაძლებელია კორონას გადატანა. ამისათვის უსაფრთხოების ნორმები კვლავ ძალაში რჩება.

21. რა უპირატესობები მაქვს აცრის შედეგად?

თქვენ დაცული ხართ მძიმე ან მომაკვდინებელი ფორმით კორონა-ვირუსის დაავადების მიმდინარეობისაგან. აცრის შემდგომ კორონა ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია. ძალიან დაბალია ალბათობა იმის შესახებაც, რომ თქვენ სხვა ადამიანებს დაავადებთ.

გარდა ჯანმრთელობის დაცვისა, თქვენ შეგეძლება ბევრი ისეთი გასართობებით თავისუფალი დროის გატარება, რომლებიც აცრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუ თქვენ დაამტკიცებთ აცრილობას შეგეძლებათ კვლავ წახვიდეთ კაფეში, შეხვდეთ მეგობრებს და დატკბეთ თავისუფალი დროით.

რა რისკები არსებობ?

22. არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან ვიდრე სხვები?

მოხუცები და ავადმყოფები დიდი რისკის წინაშე დგანან რომ ისინი კოვიდ-19 მძიმე ფორმით დაავადდებიან ან გარდაიცვლებიან. პირები, რომელთაც სხვა ადამიანებთან ხშირი კონტაქტი აქვთ, განეკუთვნებიან ინფეციური რისკის ჯგუფს. ასეთს მიეკუთვნებიან მაგალითად ექიმები, ავადმყოფის მომვლელები, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები პირები, პოლიცია და მასწავლებლები.

23. რას ნისნავს ,,პრიორიტეტულობა“?

პრიორიტეტულობა ნიშნავს, რომ რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორონასთან კავშირში პრიორიტეტულობა ნიშნავს, რომ ჯერ მოხდება იმ ადამიანების დაცვა, რომლებსაც განსაკუთრებუთ დიდი საფრთხე ემუქრებათ.

24. რატომ იცრება ადამიანები თავშესაფრებში უფრო მეტი პრიორიტეტულობით ვიდრე სხვა ადამიანები?

საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ დიდი რისკი იმისა რომ ისინი კორონა-ვირუსით დაავადდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ვიწრო სივრცეში თანაცხოვრობს. ვიწრო სივრცეში თანაცხოვრებისას ძალიან რთულია დისტანციის შენარჩუნება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანების განსაკუთრებით კარგად დაცვა.

25. ხდება თუ არა დევნილებზე ვაქცინის გატესტვა?

არა! ვაქცინები დიდი ხნის წინ მოხალისეებზე იქნა გამოცდილი. ამ დროის განმავლობაში მთელს მსოფლიოში უკვე ორ მილიარდამდე ვაქცინაა გაცემული. მილიარდ ადამიანზე მეტი, ესეიგი მსოფლიო მოსახლეობის მეშვიდედი სრულყოფილადაა უკვე აცრილი.

26. შეიძლება თუ არა ავიცრა, თუ რაიმე სხვა დაავადება მაქვს?

დიახ. რადგან თქვენთვის კოვიდ-დაავადების რთულ ფორმებში მიმდინარეობის ალბათობა დიდია, სწორედ ამიტომ უნდა აიცრათ. დაავადებული ადამიანები გერმანიაში სწორედ პირველები აცრეს.

27. შეიძლება თუ არა ჩემი აცრა ორსულობის დროს?

ამ მომენტისათვის ორსულობის დროს აცრა არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ დროისათვის კოვიდ-19 ვაქცინის ორსულობის დროს მოხმარების შესახებ არანაირი მონაცემები არ არსებობს. თუ წინარე არსებული დაავადების გამო არსებობს კოვიდ 19 რთულად მიმდინარეობის რისკი, მაშინ ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით შესაძლოა სარგებლისა და რისკის შეფასებების გათვალისწინებითა და დაწვრილებითი ახსნა-განმარტებების შემდეგ მოხდეს აცრის შეთავაზება.

28. შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა?

ფირმა ბიონტეხ ვაქცინა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის მიერ 12 წლიდან ბავშვებისა და მოზარდების აცრისათვის იქნა დაშვებული. მუდმივი აცრის კომისიის რეკომენდაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს. სავარაუდოა რომ ეს რეკომენდაცია გაიცემა ჯერ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, რომლებსაც რთული წინარე დაავადებები აქვთ.

29. ვინ არ შეიძლება აიცრას?

ადმიანები, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, მომატებული აქვთ სიცხე, ასეთების აცრა შეიძლება მხოლოდ მაშინ,როდესაც ისინი კვლავ გამოჯანმრთელდებიან.

30. იწვევს თუ არა აცრა უშვილობას?

არა. არ არსებობს არცერთი სამეცნიერო კვლევა იმის შესახებ რომ აცრა უნაყოფოს ხდის.

31. რატომ მოხდა ზოგიერთი ვაქცინით აცრის შეჩერება?

ეს მოხდა ერთ ვაქცინაზე, რადგან სურდათ ზოგიერთი ვაქცინის შესაძლო გართულებების გამოკვლევა. ყველა ადამიანის უსაფრთხოება ეს უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ხდება ასე დაწვრილებით კვლევა.

როგორ შემიძლია ავიცრა

32. სავალდებულოა თუ არა აცრისათვის ჩაწერა?

დიახ. ნიდეზაქსენში არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები რომ აცრაზე ჩაეწერო: ცხელი ხაზის ნომერია 0800 99 88 665

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ორშაბათიდან – შაბათამდე 8 დან 20 საათამდე.

კვირა დღეს და დღესასწაულებში ცხელი ხაზი არ მუშაობს.

ონლაინ აცრის გვერდი იხილეთ:

https://www.impfportal-niedersachsen.de

გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ ახლო მდებარე ექიმს, ან ოჯახის ექიმს. ბევრი ექიმი საკუთარ ამბულატორიაში ატარებს კოვიდის საწინააღმდეგო აცრას. წესისამებ იქ წინასწარ უნდა ჩაეწეროთ და ერთი კვირა ლოდინის დრო ივარაუდოთ. ლტოლვილთა თავშესაფრებში სოციალის თანამშრომლები დაგეხმარებიან ჩაწერაზე.

ნიდერზაქსენის ექიმთა ცნობარში შეგიძლიათ იპოვოთ ექიმები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ.

https://www.arztauskunft-niedersachsen.de

33. ვინ უპასუხებს ჩემს კითხვებს აცრასთან დაკავშირებით?

ყოველ ადამიანს აქვს უფლება აცრამდე გაიაროს ექიმთან კონსულტაცია. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადგილზე სადაც ტარდება აცრა, ოჯახის ექიმის ამბულატორიასა და აცრის ცენტრებში. მოხდება ყველა კითხვის განხილვა რომლებიც გექნებათ. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ აცრის გაკეთება, მაშინ კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ვინ ატარებს გერმანიაში აცრებს?

გერმანიაში აცრის ცენტრები ცრიან მობილური აცრის ჯგუფების, ოჯახის ექიმების, და 7.6.2021 დან საწარმოებისა და კერძო ექიმების მეშვეობით.

35. რას ნიშნავს მობილური აცრის ჯგუფები?

მობილურ აცრის ჯგუფები მიეკუთვნებიან ვაქცინაციის ცენტრებს და ისინი შედგებიან ექიმებისაგან, რომლებიც მოძრაობენ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მაგალითად მოვლისა- და მოხუცთა თვშესაფრები, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლები ან ისეთი დასახლებები სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ძალიან ვიწრო სივრცეში ცხოვრობს. ისინი ადგილზე ახდენენ აცრებს სამედიცინო პირობების გათვალისწინებით.

36. სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციების მოპოვება?

დამატებით ინფორმაციას იხილავთ:

https://www.niedersachsen.de/Coronavirus https://www.zusammengegencorona.de/
www.impfen-gegen-corona.eu

სამართლებრივი საკითხები

37. არის თუ არა აცრა ნებაყოფლობითი?

დიახ. გინდათ თუ არა აცრის გაკეთება, გერმანიაში ამის შესახებ თქვენით შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვტილება.

38. იმ შემთხვევაში თუ არ მსურს აცრა, დავისჯები თუ არა?

არა. არავინ დაისჯება. აცრა ნებაყოფლობითია.

39. აქვს თუ არა აცრას გავლენა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლობის მიმდინარე პროცესზე?

არა. აიცრები თუ არა, ამისათვის არ დაისჯები და ეს არანაირი გავლენას არ ახდენს მიმდინარე პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლობის პროცესზე.

მუდმივმოქმედი აცრების კომისია (STIKO) იძლევა გერმანიისათვის აცრის შესახებ რეკომენდაციებს. კომისია შედგება 16 მოხალისე ექსპერტებისაგან. კომისია განიხილავს დაცვითი აცრების საკითხებს, ინფექციურ დაავადებებს და იძლევა აცრების შესახებ რეკომენდაციებს.

Additional links